ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ერთი წლით დააპატიმრეს პირი საფეხბურთო ნაკრების წევრებზე მუქარის გამო

პროკურატურის ინფორმაციით, ერთწლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელიც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრებს ემუქრებოდა. მას ბრალდება სიახლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი.
“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წარმომადგენლებს საკომუნიკაციო აპლიკაციის მეშვეობით ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა, სადაც ნაკრების ძირითად შემადგენლობაში კონკრეტული პირის არყოფნის გამო უკმაყოფილებას გამოხატავდა და როგორც ნაკრების ფეხბურთელებს, ისე ფედერაციის წარმომადგენლებს სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა”, – ვკითხულობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სასამართლომ გაიზიარა მათი პოზიცია და ბრალდებულს წარდგენილი მუხლით განსაზღვრული მაქსიმალურ ვადა – ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.