ერთი-ორი ასეთი “წარმატებული” ვიზიტი ამერიკაში და ხაბეიშვილი რომ ჩამოვა, მხოლოდ მძღოლი და ოფის მენეჯერი დარჩება “ნაციონალურ მოძრაობაში”- გურამ მაჭარაშვილი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, აცხადებს, რომ უბრალო პაიკია.
“ხაბეიშვილი არაფერს წარმოადგენს და მორიგი პაიკია, რომელიც კეზერაშვილის და სხვების მიერ არის იქ დასმული, სადაც არის. მელიას ჰქონდა პრობლემა იმ ადამიანებთან ვინც უარი უთხრა ძალაუფლების განაწილებაზე თუ გაყოფაზე. შესაბამისად, მას ამის მერე გაუჩნდა პროტესტი. ენმ-ში რაც ხდება, ნიკა მელიას განცხადებებიდან გამომდინარე, ეს არის ის ნაძარცვი ფული, რომელსაც ვერ იყოფენ,”- აცხადებს ღუდუშაური.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ხაბეიშვილს ამერიკაში ვიზიტი ძვირად დაუჯდა.
“ხაბეიშვილს ამერიკაში ერთი ვიზიტი ძალიან ძვირი დაუჯდა, პრაქტიკულად დაენგრა მაგ დროს პარტია. ერთი-ორი ასეთი “წარმატებული” ვიზიტი ამერიკაში და ხაბეიშვილი რომ ჩამოვა, მხოლოდ მძღოლი და ოფის მენეჯერი დარჩება ენმ-ში,”- გურამ მაჭარაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი დანიაში აქციის დაშლაზე: უმკაცრესი, ძალიან ხისტი ზომების გამოყენებით დაშალეს ეს მიტინგი, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ არის მიკერძოებული დამოკიდებულება, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური სარჩული გააჩნია

ირაკლი ზარქუა დანიაში აქციის დაშლაზე: ჩვენ გვიწუნებენ მიდგომას და ამ დროს, კადრები გავრცელდა, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას და ჟურნალისტებს – ეს სახელმწიფოები შემდეგ ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავენ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის

ჩვენს სახელმწიფოს რომ მეათედი გაეკეთებინა, წარმომიდგენია, რა რეაქცია იქნებოდა ბრიუსელიდან, ან სხვა დედაქალაქიდან – დასანანია, როდესაც ვხედავთ ორმაგ სტანდარტს, რომ თურმე, ჩვენს ქვეყანას არ აქვს უფლება, დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუტები