ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ერთი ნაბიჯი გაკლიათ ხონის კლინიკაში მოსახვედრად – დავით ქართველიშვილი

ერთი ნაბიჯი გაკლიათ ხონის კლინიკაში მოსახვედრად – დავით ქართველიშვილი
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი კატეგორიულად გმობს პოლიტიკური ნიშნით განხორციელებულ ისეთ ქმედებებს, როგორიცაა საპირისპირო აზრის მქონე ადამიანების შვილების მიმართ განხორციელებულ დაშინებისა და ჩასაფრების აქტები, როგორც ეს განხორციელდა „ქართული ოცნების“ წევრის ირაკლი ზარქუას 11 წლის შვილის მიმართ. ამის შესახებ ქართველიშვილის სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ მსგავსი ქმედების ყველა შემსრულებელს და მით უმეტეს დამკვეთს, სულ მცირე ფსიაქიატრის დახმარება სჭირდება.
„ვინმეს შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ასეთი სურათი – რომელიმე ნაცაქტივისტს დაებადა ბავშვი, ხოლო სამშობიაროსთან მას ხვდება სახელისუფლებო მომხრეების პიკეტი, რომელიც არ აძლევს საშუალებას ახალშობილი სახლში გადაიყვანოს. ან ვინმეს გარდაეცვალა ახლობელი, ხოლო პანაშვიდის ან გასვენების ჩასაშლელად “შვიშტოკებით” და პლაკატებით “არ მივაბაროთ ქართულ მიწას!” სამგლოვიარო პროცესიას რატომღაც მიადგნენ ამ ქვეყნის ნორმალური მოსახლეობის წარმომადგენლები.
ან მით უმეტეს, ნაცების საფლავებზე ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად რომ დავდიოდეთ ისევე, როგორც ესენი დადიან და რისი კადრებიც ვნახეთ არც თუ ისე დიდი ხნის წინ.
რაც მე აღვწერე, ფსიქიატრიის ეს უკიდურესი გამოვლინებები არც ერთ ნორმალურ ადამიანს თავში არ მოუვა, მაგრამ სექტანტების რიგებში ზოგი ძალიან მიუახლოვდა ამ წითელი ხაზების გადაკვეთას, ზოგმა უკვე გადაკვეთა ისინი. ამ სიგიჟეს მიეკუთვნება ჩვენი შვილების ბაგა-ბაღებთან, სკოლებთან, ცეკვის, სპორტის, მუსიკის სექციებთან ჩასაფრება, როგორც ეს დღეს ირაკლი ზარქუას 11 წლის ქალიშვილს გაუბედეს. ერთი ნაბიჯი გაკლიათ ხონის კლინიკაში მოსახვედრად. ხოლო თქვენი დავალებების მიმცემი ბიოლოგიური ნაგავი უკვე არის მოხვედრილი პოლიტიკური ნარჩენების კონტეინერში და ამ მოცემულობას ვერანაირი არჩევნები ვეღარ უშველის,” – წერს დავით ქართველიშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.