ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

პირველი დეკემბრიდან დღევანდელ დღემდე, 11 დეკემბრამდე, ქართული ოცნების მთავრობის არც ერთი განკარგულება აღარ ატვირთულა. არადა, კობახიძემ პირობა დადო, რომ ყველა ყველა განკარგულება დროულად გამოქვეყნდებოდა.
“ალია” დაინტერესდა, რა გახდა მიზეზი. გვითხრეს, რომ “თუ არ არის გამოქვეყნებული, გამოქვეყნდება. და აღარასოდეს იქნება, რომ არ გამოქვყენდეს.”
დავინტერესდით, რა გახდა შეფერხების მიზეზი, რა უშლით ხელს, ტექნიკური მხარე? სადმე ინტერნეტის კაბელი გაწყდა? სკანერის აპარატი გატყდა? განკარგულებების ატვირთვაზე პასუხისმგებელი პირი წავიდა სამსახურიდან?
განკარგულებები ხომ იმიტომ ქვეყნდება, რომ დროულად გვქონდეს ინფორმაცია, 2 დეკემბრის განკარგულება რომ 15 დეკემბერს გამოქვეყნდება, ან 20 დეკემბერს, ზოგ საკითხზე, შესაძლოა, დაგვიანებული იყოს. მაგალითად, ამ ბოლო დროს, ძალიან ხშირია, რომელიმე ტყის ნაწილს, მთავრობის განკარგულებით შეუწყდეს ტყის სტატუსი და ბოდიში, მაგრამ გაჩეხილი დაგვხვდება მთლიანად 10 დღეში.
ჩვენს ამ არგუმენტზე, ქართული ოცნების მთავრობის ადმინისტრაციიდან გვიპასუხეს: “გამოქვეყნდება. არც ერთს არ გამოტოვებენ. გროვდება და ერთიანად იტვირთება.”
გასაგებია, უნდა დაგროვდეს!
სერიოზულად კი, სამწუხაროდ, ისევ უცნობია, რამდენი უნდა დაგროვდეს რომ გამოქვეყნდეს, ან რამდენი დღე უნდა გროვდებოდეს რომ გამოქვეყნდეს, განკარგულებების დაგროვების პროტოკოლი როგორია? ალბათ, რაღაც მომენტში, ვინმე იტყვის, – ერთი განკარგულებაც და გავდივართ? – ვერ გეტყვით.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.