ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ერთი ბავშვია, არ დავასახელებ გვარს და სახელს, 32 ყაჩაღობა აქვს ჩადენილი, ჯერ 14 წლისაც არ არის“ – რას ამბობს გომელაური

შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური არასრულწლოვნების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით აცხადებს:
“14 წლამდე ბავშვების პრობლემა მართლაც ძალიან დიდია. ერთი ბავშვია, არ დავასახელებ გვარს და სახელს, 32 ყაჩაღობა აქვს ჩადენილი, ჯერ 14 წლისაც არ არის. 32 ყაჩაღობა. ეგეთი რაღაც ისტორიაში, საქართველოშიც და მე მგონი ალბათ უცხოეთშიც არ იქნება, არც რუსეთში არ ვიცი. აფთიაქში დანით შესვლა, წართმევა, და ასე შემდეგ 13 წლის არის, ყველა იცნობს, მთელი პოლიცია, მეც ვიცნობ ამ ბავშვს უკვე ისეა. მოვიყვანთ, მოვა დედა, დაწერს განცხადებას, ბოდიში, ტირილი რაღაც, ვუშვებთ ამ ბავშვს, ვერაფერს ვერ ვუზამთ.
ვმუშაობთ, იუსტიციასთან, ჯანდაცვასთან, განათლებასთან ერთად, რომ ის მოდელი, რაზეც ბოლოს შევჯერდით გერმანულ მოდელზე, რომ ცალკე გაკეთდეს საცხოვრებლები, რომლებიც იზოლირებული იქნება და უფლება არ ექნება, როგორც ბავშვთა სახლშია, რომ მიიყვან და მეორე დღეს ისევ ქუჩაში დგას და რაღაცას აფუჭებს, იქიდან უკვე, მოსამართლის გადაწყვეტილებით იქნება, იქნება არა “ციხე”, არამედ სახლის პირობები იქნება, სკოლა, რამდენიმე ბავშვი იქნება, მასწავლებლები, აღმზრდელები, განათლება, სპორტი… 3-თვიანია, 6-თვიანია, წლიანიც არის, მაგალითად გერმანიაში, საფრანგეთში, ამ მოდელზე ვმუშაობთ ძალიან აქტიურად იუსტიციის სამინისტრო და ჩვენ. სხვა გამოსავალი, 14 წლამდე ბავშვების, მე სხვა გამოსავალი, ვერ ვნახეთ სიმართლე გითხრათ, ძალიან რთულია”.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.