ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის" - ვინ არიან ახალი პოლიტიკური პლატფორმის წევრები

ამ წუთებში ახალი პოლიტიკური პლატფორმის - ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის პრეზენტაცია მიმდინარეობს.
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პლატფორმის წევრები წარადგინა:
· გია ჯაფარიძე - პოლიტოლოგი
· თამარ კორძაია - დამოუკიდებელი დეპუტატი
· სოფო ჯაფარიძე - მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი
· ლაშა ბაქრაძე - ისტორიკოსი
· არმაზ ახვლედიანი - დამოუკიდებელი დეპუტატი
· გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი
· ირაკლი ფავლენიშვილი - ენმ-ის წევრი
თინა ბოკუჩავამ პლატფორმის წევრების წარდგენამდე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ახლა არა დანაწევრების, არამედ ერთიანობის დროა.
"ახლა არ არის დანაწევრების დრო, არ არის დაპირისპირებების დრო, არ არის ამბიციების ან ეგოების ჭიდილის დრო. ახლა ერთიანობის დროა, ერთიანობის საქართველოსთვის, ერთიანობის ევროპისთვის, ერთიანობის გადარჩენისთვის და ერთიანობის გამარჯვებისთვის. ამის მჯერა ისე, როგორც არასდროს. ერთიანობით ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია, ერთიანობით ჩვენ შეუძლებელიც შეგვიძლია",- თქვა ბოკუჩავამ.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.