ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ - ენმ-ის წარმომადგენლებს ისნის N5 საარჩევნო ოლქთან "ქართული ოცნების" მიერ მიგზავნილი, ცივი იარაღით შეიარაღებული ე.წ. “ძველი ბიჭები" დახვდნენ

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ - ენმ-ის წარმომადგენლებს ისნის N5 საარჩევნო ოლქთან "ქართული ოცნების" მიერ მიგზავნილი, ცივი იარაღით შეიარაღებული ე.წ. “ძველი ბიჭები" დახვდნენ

ენმ-ის წარმომადგენლებს ისნის N5 საარჩევნო ოლქთან "ქართული ოცნების" მიერ მიგზავნილი, ცივი იარაღით შეიარაღებული ე.წ. “ძველი ბიჭები" დახვდნენ , - ამის შესახებ განცხადებას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
განცხადების თანახმად, “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი მარიამ დოლიძე ტელევიზიას სპეციალური სიების დამტკიცებასთან დაკავშირებით ინტერვიუს აძლევდა, რამაც „ქართული ოცნების მიგზავნილების“ გაღიზიანება მოჰყვა.
„მაშინ, როდესაც N5 ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან, “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი მარიამ დოლიძე ინტერვიუს აძლევდა ტელევიზიას სპეციალური სიების დამტკიცებასთან დაკავშირებით, რომელსაც ვერ არეგისტრირებდა ამავე ოლქის კომისია, ადგილზე გამოჩნდნენ "ქართული ოცნების" მიერ მიგზავნილი, ცივი იარაღით შეიარაღებული ე.წ. “ ძველი ბიჭები “, მოისმინეს რესპონდენტისა და ჟურნალისტის საუბარი და ამას მოჰყვა სიტყვიერი შეურაცხყოფა "ქართული ოცნების" "ტიტუშკების" მხრიდან“, - ნათქვამია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.