ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქციას მართავენ

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქციას მართავენ

„გადაწყვეტილება აკვარიუმშია“, „ჩვენი გზა სინათლისკენ, თქვენი გზა სიბნელისკენ“, - ამ ლოზუნგებით ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ.
ახალგაზრდებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შუალედური გადაწყვეტილება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონთან დაკავშირებით გააპროტესტეს.
„ივანიშვილის სასამართლომ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რას ნიშნავს სასამართლო სისტემა ოლიგარქის დავალებების შემსრულებელია. ნათელი მაგალითია, როგორი არ უნდა იყოს სასამართლო და მოსამართლე. გუშინ, საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა განაჩენი ტურავასა და გოცირიძის მეთვალყურეობით, რომლებმაც ფაქტობრივად დაასამარეს საქართველოს ევროპული გზა. განსაკუთრებით აღმაშფოთებელია, როდესაც ეს ევროკავშირის რეზოლუციის ფონზე ხდება.
ჩვენ გვინდა, შევახსენოთ ამ ადამიანებს, რომ მთავარი გადაწყვეტილება გამოსატანია 26 ოქტომბერს. გადაწყვეტილებას გამოიტანს ქართველი ხალხი, რაც დადასტურება იქნება იმისა, რომ ქართველი ხალხის არჩევანი იყო არის და იქნება ევროპა და ცივილიზებული სამყარო. არანაირი მოლოდინი არ გვქონდა, რომ სანქცირებული მოსამართლეები და სასამართლო მიიღებდა ცივილურ გადაწყვეტილებას. არსებობდა იმედი, რომ ადამიანურ დონეზე მოიძებნებოდა საკონსტიტუციო სასამართლოში ის პირები, რომლებიც საკუთარ თავს აჯობებდნენ და ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, რაც რეალურად სასამართლოს დანიშნულებაა. სამწუხაროდ, აღმოჩნდა რომ მონა არის მონა და მიუხედავად იმის, რამდენად დიდია საზოგადოების წნეხი ისინი მაინც იღებენ იმ გადაწყვეტილებას, რასაც „ქართული ოცნების” შტაბი ავალებს, შესაბამისად მოქმედებენ”, - განაცხადა ნიკა ქაშიბაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.