ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის ლიდერი - გამარჯვების სიას ხვალ წარვადგენთ და მასში არიან როგორც ძველი, ასევე ახალი სახეები

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის ლიდერი - გამარჯვების სიას ხვალ წარვადგენთ და მასში არიან როგორც ძველი, ასევე ახალი სახეები

ხვალ დილით გვაქვს წარდგენა და ყველა ის ადამიანი, რომელიც არის ამ გამარჯვების სიაში, ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ელგუჯა ბაგრატიონმა განაცხადა.
მისი თქმით, სიაში არიან როგორც ძველი, ისევე, ახალი სახეები.
"ხვალ დილით გვაქვს წარდგენა და ყველა ის ადამიანი, რომელიც არის ამ გამარჯვების სიაში, ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის. ამ სიაში, რა თქმა უნდა, არიან როგორც ძველი, ისევე ახალი სახეები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია იმ პროგრამის განხორციელება, რომელიც წარდგენილი იყო "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" მიერ”, - განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.