ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - ვეთანხმებით და ვიზიარებთ „საქართველოს კულტურის დეკლარაციის“, პუნქტებს და მზად ვართ ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან თანამშრომლობისა და დისკუსიისთვის

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ სრულად იზიარებს ქართველი ხელოვანების საინიციატივო ჯგუფის „კულტურა დემოკრატიისთვის“ მიერ მომზადებულ „საქართველოს კულტურის დეკლარაციას“, რომელიც სფეროს წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ კულტურის სფეროში გასატარებელი უმნიშვნელოვანესი ღონისძიებებისთვის წინადადებებს და რეკომენდაციებს მოიცავს.
როგორც „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კულტურის წარმატება ქვეყნის წარმატების პირდაპირპროპორციულია.
„ვეხმიანებით “საქართველოს კულტურის დეკლარაციას”, რომელსაც კულტურა დემოკრატიისთვის აქვეყნებს.
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ვადასტურებთ, რომ ვეთანხმებით და ვიზიარებთ დეკლარაციის პუნქტებს და მზად ვართ ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან თანამშრომლობისა და დისკუსიისთვის.
ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია! გვჯერა, რომ კულტურის წარმატება ქვეყნის წარმატების პირდაპირპროპორციულია, ხოლო კულტურის პოლიტიკის შექმნაში უნდა მონაწილეობდეს ის ხალხი, რომელიც კულტურას ქმნის”, - ნათქვამია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.