ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ულოცავს "ევროპის სახალხო პარტიას" ევროპარლამენტის არჩევნებში გამარჯვებას!

""ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ულოცავს "ევროპის სახალხო პარტიას" ევროპარლამენტის არჩევნებში გამარჯვებას!
აღსანიშნავია რომ "EPP", რომლის ასოცირებული წევრიცაა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", უფრო გაზრდილი შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი ევროპარლამენტში და შესაბამისად უფრო გაიზრდება საქართველოსა და ქართველი ხალხის მხარდაჭერა!
 "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პირველი პარტიაა საქართველოში, რომელიც შიდა ევროპულ პოლიტიკაში პირდაპირი ხმის უფლებით სარგებლობს, როგორც "EPP"-ის ასოცირებული წევრი,"  - განცხადებას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.