პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაცია ბრიტანეთის თემთა პალატის წევრსა და საქართველოზე ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელს, მარკ პრიჩარდს შეხვდა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაცია ბრიტანეთის თემთა პალატის წევრსა და საქართველოზე ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელს, მარკ პრიჩარდს შეხვდა

დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაცია ბრიტანეთის თემთა პალატის წევრსა და საქართველოზე ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელს, მარკ პრიჩარდს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-დიდი ბრიტანეთის „ორმხრივი პარტნიორობის საკითხები, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესები და რეპრესიული მმართველობის გაღრმავება“.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობის თემას. საუბარი ასევე, შეეხო მის მნიშვნელოვან როლს აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ფორმატის ჩამოყალიბებასა და გაძლიერებაში”, - აღნიშნულია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივლისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.