ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეს, 18:00 საათზე დასრულდება

ერთიან ეროვნულ გამოცდებში, საერთო სამაგისტრო გამოცდასა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაციის ვადა იწურება. პროცესი დღეს, 18:00 საათზე დასრულდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს ახსენებს, რომ, ვადის ამოწურვის შემდეგ, 2024 წლის გამოცდებზე ისინი ვეღარ დარეგისტრირდებიან.
რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად ცენტრის ვებგვერდზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.