ერთა ლიგის ახალი სეზონის წილისყრის დეტალები გაირკვა - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები B ლიგის მესამე კალათაშია

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მომდევნო სეზონში, B დივიზიონში წილისყრისას მესამე კალათაშია განთესილი – ამის შესახებ ინფორმაციას Football Meets Data ავრცელებს.
ერთა ლიგის 2026 წლის ჯგუფური ეტაპის შედეგები და სატურნირო ცხრილი განსაზღვრავს, ევროპის 2028 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრის კალათებს.
ევრო 2028-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრისას, პირველ კალათაში იქნებიან ერთა ლიგის A დივიზიონის ის გუნდები, რომლებიც 1-3 ადგილებს დაიკავებენ. მეორე კალათაში A დივიზიონის მეოთხე და B დივიზიონის პირველ-მეორე ადგილოსნები მოხვდებიან.
მესამე კალათში B დივიზიონის ჯგუფების 3-4 ადგილოსნები და C დივიზიონის ჯგუფების გამარჯვებულები. რაც შეეხება მეოთხე კალათას, ის დაკომპლქტდება C დივიზიონის 2-4 ადგილოსანი ნაკრებებისგან, ხოლო მეხუთე კალათაში – D დივიზიონის ნაკრებები.
საქართველოს ნაკრები B დივიზიონში წილისყრისას მესამე კალათაშია სლოვენიასთან, ირლანდიასა და რუმინეთთან ერთად – ეს გუნდები წილისყრისას ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებიან.
ერთა ლიგის ჯგუფების გამარჯვებულები ფინალურ ეტაპზე ძირითადი საკვალიფიკაციო ეტაპიდან თუ ვერ გავლენ, ევრო 2028-ის პლეი ოფში მოხვედრის შანსი ერთა ლიგიდან ექნებათ.
ერთა ლიგა 2026-27. B ლიგა
I კალათა
შოტლანდია, უნგრეთი, პოლონეთი, ისრაელი.
II კალათა
შვეიცარია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ავსტრია, უკრაინა.
III კალათა
სლოვენია, საქართველო, ირლანდია, რუმინეთი.
IV კალათა
შვედეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ჩრდილოეთ ირლანდია, კოსოვო. 1tv.ge
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.