ერთად ვიმოგზაუროთ წიგნის სამყაროში — საქართველოს ბანკი ქუთაისში, ფოთსა და ზუგდიდში დათო ტურაშვილთან შეხვედრებს გამართავს

საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების მიღების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი 28-30 მარტს საქართველოს სამ ქალაქში — ქუთაისში, ფოთსა და ზუგდიდში — წიგნების სამყაროში სამოგზაუროდ დათო ტურაშვილთან შეხვედრებს მართავს.

ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.

შეხვედრების სერიის ფარგლებში, დათო ტურაშვილი განათლების, ლიტერატურისა და წიგნის მნიშვნელობაზე ისაუბრებს. ამასთან, გაიმართება კითხვა-პასუხის სესია, გამოვლინდებიან გამარჯვებულები, რომლებსაც საჩუქრად გადაეცემათ დათო ტურაშვილის მიერ ხელმოწერილი წიგნები.

შეხვედრები გაიმართება შემდეგ ლოკაციებზე:

ქუთაისი – 28 მარტი, 19:00 საათი

სასტუმრო ქუთაისი ინნ — 2, აღმაშენებლის ქუჩა

ფოთი — 29 მარტი, 16:00 საათი

ფარნავაზ მეფის #6

ზუგდიდი — 30 მარტი, 16:00 საათი

სასტუმრო ლეთო — 31 ზვიად გამსახურდიას გამზირი

დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტული სფეროა. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითიც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები — საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი — STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ რაჭველი: იმდენად მივეჩვიე და საკუთარ თავზეც იმდენჯერ გამოვცადე, რომ თავიდან საერთოდ ვერ აღვიქვი განსაკუთრებულ მოვლენად, მაგრამ თამრიკოს (დედის) ვიდეო მიმართვამ ძალიან დამთრგუნა…

“როცა სოხუმი უკანასკნელ დღეებს, საათებს და მებრძოლებს ითვლიდა, სენაკის სამხედრო აეროპორტში პრეზიდენტი გამსახურდია ჩამოფრინდა. მისი გამოჩენა იმდენად მოულოდნელი და შოკის მომგვრელი იყო, რომ კარგა ხანს მანქანაც ვერ მონახეს, რომ ზუგდიდში ჩამოეყვანათ”