“ერთად დამოუკიდებლობისთვის”- “წინააღმდეგობის პლატფორმა 26 მაისს შეკრებას აანონსებს

“ერთად დამოუკიდებლობისთვის”_ ამ სათაურით “წინააღმდეგობის პლატფორმა” 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად შეკრებას აანონსებს.
“26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებულად აღვნიშნავთ – რუსთაველზე გაცოცხლდება ჩვენი ეროვნული მეხსიერება და თვალსაჩინოს გახდის, თუ რამდენ ქართველს გვაერთიანებს ის, რასაც გარდაუვლად დავკარგავთ, თუ რეჟიმი არ შევცვალეთ.
18:00 საათზე პარლამენტთან შევიკრიბებით ყველა, ვისაც გვსურს ვირწმუნოთ, რომ ჩვენს ბრძოლას შედეგი აქვს და ყოველ დღე, გამარჯვებამდე ერთი დღით ნაკლები რჩება!
შევიკრიბებით ერთად დამოუკიდებლობისთვის! “_ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.