არქივი25 მაისი, 2024, 17:36
ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ავიმაღლოთ ხმა თავისუფალი საქართველოსთვის ევროპის გულში - როთი
გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გერმანიაში აღნიშნავს - ამის შესახებ როთი X-ზე წერს.
„ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ავიმაღლოთ ჩვენი ხმა თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსთვის ევროპის გულში.
შემოგვიერთდით მე და საქართველოს ბევრ სხვა მეგობარს კვირას, 14:00 საათზე, Berliner Lustgarten-ში“- წერს როთი.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.