არქივი1 იანვარი, 2025, 14:08
“ერთად აღვნიშნეთ 2025 წელი, როგორც ახალი არჩევნების წელი“ - რას ამბობს სალომე ზურაბიშვილი

საპროტესტო აქციების 34-ე ღამე 200 000-ზე მეტი დემონსტრანტისთვის სიხარულის, სოლიდარობისა და იმედის ღამე იყო, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, “თვითორგანიზებამ ახალ სიმაღლეებს მიაღწია“.
“საპროტესტო აქციების 34-ე ღამე 200 000-ზე მეტი დემონსტრანტისთვის სიხარულის, სოლიდარობისა და იმედის ღამე იყო.
ერთად აღვნიშნეთ (ქართულ სტილში, კილომეტრის სიგრძის სუფრის გარშემო) 2025 წელი, როგორც ახალი არჩევნების წელი. თვითორგანიზებამ ახალ სიმაღლეებს მიაღწია“, – წერს ზურაბიშვილი.
არქივის შესახებპირველწყარო: newsline.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.