ერთადერთ რამეს ვთხოვდით რადიკალურ პოლიტიკოსებს, იქნებ მოახერხონ საკუთარ თავზე მაღლა დადგომა, ქვეყნის ინტერესების დაცვაში უნდა ვიყოთ ერთიანი –

საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოლოდინშია – ხელისუფლებაში კი პოზიტიური მოლოდინები არსებობს. მმართველი გუნდი ოპოზიციას მოუწოდებს, რომ ქვეყნის ინტერესების დაცვაში ერთიანი იყვნენ.
“კომისიამ სრულიად სამართლიანად და ვიტყოდი, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო ანგარიშის სახით და ბუნებრივია, რომ ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ 15 დეკემბერს ეს ლოგიკურად დასრულდება და ჩვენ ამ ყველაფერს მარტივად ვიზამთ.
ჩვენ ერთადერთ რამეს ვთხოვდით ამ რადიკალურ ჯგუფებში ცალკეულ პოლიტიკოსებს, რომ იქნებ მოახერხონ საკუთარ თავზე მაღლა დადგომა, ქვეყნის ინტერესების ერთხელ მაინც გაზიარება და უბრალოდ ხელს ნუ შეუშლიან ამ პროცესს, რამე თუ ისტორია კარგად ხედავს ყველაფერს. ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაში უნდა ვიყოთ ერთიანი. მოლოდინი ამისი ნაკლებია და პრაქტიკულად არ გვაქვს, თუმცა, რა თქმა უნდა, თუ იქნება ცალკეული შემთხვევები მაინც ასეთი, მხოლოდ მივესალმები,” – აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე .
ამასთან, მმართველი პარტიაში აცხადებენ, რომ აუცილებელია ევროკავშირის დათქმებთან დაკავშირებით მუშაობა ახალ ეტაპზე გადავიდეს და ქვეყანამ სასურველი სედეგი მალე მიიღოს.
“უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება პოზიტიური საქართველოსთვის და პოზიტიური ევროპისთვის. მოლოდინი, ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური გვაქვს. ამას განაპირობებს, როგორც 8 ნოემბრის გადაწყვეტილება, ამავდროულად, ყველას მხრიდან იმის გაცნობიერებაც, რომ გასულ წელს, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არ მინიჭება იყო შეცდომა, რომელიც დაუყოვნებლივ გამოსწორებას მოითხოვს. ეს იქნება ეტაპი, რომელსაც გადავლახავთ და მოგვიანებით, ჩვენ დავიწყებთ ახალ ეტაპზე მუშაობას, რომელიც ადრე თუ გვიან, ევროკავშირთან მიგვიყვანს. სასურველია, რომ ეს იყოს რაც შეიძლება სწრაფად. ამას მოითხოვს საქართველოს ინტერესები, ამას მოითხოვს ევროპის ინტერესები”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი დანიაში აქციის დაშლაზე: უმკაცრესი, ძალიან ხისტი ზომების გამოყენებით დაშალეს ეს მიტინგი, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ არის მიკერძოებული დამოკიდებულება, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური სარჩული გააჩნია

ირაკლი ზარქუა დანიაში აქციის დაშლაზე: ჩვენ გვიწუნებენ მიდგომას და ამ დროს, კადრები გავრცელდა, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას და ჟურნალისტებს – ეს სახელმწიფოები შემდეგ ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავენ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის

ჩვენს სახელმწიფოს რომ მეათედი გაეკეთებინა, წარმომიდგენია, რა რეაქცია იქნებოდა ბრიუსელიდან, ან სხვა დედაქალაქიდან – დასანანია, როდესაც ვხედავთ ორმაგ სტანდარტს, რომ თურმე, ჩვენს ქვეყანას არ აქვს უფლება, დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუტები