ერთადერთი პრორუსი “ალტ-ინფოა“, მას აქვს დღეს ეგზისტენციური პრობლემები – კობახიძე
პრემიერი ამტკიცებს, რომ “ოცნების” მმართველობის პირობებში პრორუსული ძალები პოლიტიკური სივრციდან, პრაქტიკულად, გამქრალი არიან. ირაკლი კობახიძის თქმით, ერთაერთი ორგანიზაცია, რომელიც ბოლო დროს აქტიურობდა, “ალტ-ინფოა”, თუმცა მასაც ეგზისტენციური პრობლემები აქვს.
დღეს პრორუსული ძალები არიან, პრაქტიკულად, გამქრალი პოლიტიკური სივრციდან. ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც აქტიურობდა ბოლო პერიოდში, ეს გახლავთ „ალტ-ინფო“. მას აქვს დღეს ეგზისტენციური პრობლემები. შესაბამისად, ყველა ვხედავთ, რომ გასული 12 წლის განმავლობაში ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ამ კონკრეტული მიმართულებით სახელმწიფო სუვერენიტეტის რისკები შეგვემცირებინა მინიმუმამდე და ამ შედეგს ჩვენ რეალურად მივაღწიეთ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.