ერთადერთი გზა რჩება – სახალხო დაუმორჩილებლობა – ხაზარაძე

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, როცა გართმევენ უფლებას და არ გაქვს სამართლიანი სასამართლო, ერთადერთ გზაც სახალხო დაუმორჩილებლობა რჩება.
ხაზარაძის განცხადებით, გამარჯვება, მათ შორის, პროტესტის მრავალფეროვნებით მიიღწევა.
„გამარჯვება მიიღწევა მიზნისკენ დაუღალავი სიარულით, ნებისყოფით, სიმტკიცით, პროტესტის მრავალფეროვნებით და ბევრი სხვადასხვა საპროტესტო კერებით – ინსტიტუტებში, საჯარო და კერძო სექტორებში, საზოგადოებრივ ადგილებში. როცა გართმევენ უფლებას და არ გაქვს სამართლიანი სასამართლო, ერთადერთი გზა რჩება – სახალხო დაუმორჩილებლობა!
ჩვენ შეგვიძლია ეს ქვეყანა დავიბრუნოთ და აღვადგინოთ თითოეული მოქალაქის უფლება. ვითხოვთ ახალ არჩევნებს! სახალხო დაუმორჩილებლობა არის კონსტიტუციით მონიჭებული ფუნდამენტური უფლება! მოგიწოდებთ, ერთად აღვუდგეთ წინ უსამართლობას და გაყალბებას! დავიბრუნოთ წართმეული უფლებები! ევროპული არჩევანი ეროვნული არჩევანია!“- წერს ხაზარაძე Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”