,,ერთადერთი აზრი მიჩნდება, რომ ამ ადამიანებს საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ სინდისზე“ – ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი სინდისის პატიმრებზე აცხადებს:
,,ერთადერთი აზრი მიჩნდება, რომ ამ ადამიანებს საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ სინდისზე. ვინც მონაწილეობდნენ ქვეყანაში გადატრიალებისა და რევოლუციური სცენარების მოწყობის პროცესში, შტურმი მიჰქონდათ პარლამენტზე და მათ შორის, პოლიციელებზე, ვერაფრით ვერ შეიძლება იყვნენ მოაზრებული სინდისის პატიმრებად.
ამ სხდომებს თვალ-ყურს ვადევნებთ, ვიცით ის დანაშაულები და კონკრეტულად ბრალდებები, რომელიც მათ წინააღმდეგ არის წარდგენილი. ამ შემთხვევაში, ალბათ, ერთადერთი სწორი ნაბიჯი, ამ ადამიანებისგან ის იქნება, რომ სათანადოდ გაიაზრონ რა პროცესებში იღებდნენ მონაწილეობას და თუ ეს უნებლიედ მოხდა, ან მათგან დამოუკიდებლად, ისინი იყვნენ გამოყენებული ბოროტ იარაღად.
რა თქმა უნდა, თუ ამ ყველაფრის აღიარება მოხდება, სახელმწიფო და მთლიანად სამართალდამცავი სისტემა იქნება მათ მიმართ შემწყნარებლური”

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი: ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, როგორც იქნა მოხდა კონსტიტუციურ ჩარჩოებში პრეზიდენტის ინსტიტუციის მოქცევა. როგორც მოგეხსნებათ, ჩემმა წინამორბედმა განსხვავებული გზა აირჩია

ნიკა გვარამია – დღეს ორი უზუსტესი და უმწარესი დარტყმა მიიღო “ქართულმა ოცნებამ”, მისთვის ყველაზე მტკივნეულ წერტილებში: ფული და რუსული კავშირები – მთავარია, ეს ყველაფერი ამავე ტემპით და ასეთივე სწორხაზოვნებით გაგრძელდეს