პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ერევანში, წმინდა ანას ეკლესიაში პრემიერ ნიკოლ ფაშინიანზე თავდასხმა სცადეს

ერევანში, წმინდა ანას ეკლესიაში პრემიერ ნიკოლ ფაშინიანზე თავდასხმა სცადეს
ერევანში, წმინდა ანას ეკლესიაში პრემიერ ნიკოლ ფაშინიანზე თავდასხმა სცადეს - „რადიო თავისუფლების“ სომხური სამსახურის ინფორმაციით, ინციდენტი 29 მარტს მოხდა. პოლიციამ ხულიგნობისა და თანამდებობის პირისთვის სამსახურებრივ და პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლებით 3 პირი დააკავა.
🔴 ინციდენტი ეკლესიაში მაშინ მოხდა, როდესაც პრემიერმინისტრი, დაცვის თანამშრომლებისა და სხვა ოფიციალური პირების თანხლებით, ღვთისმსახურების შემდეგ ტაძარს ტოვებდა. ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა ფაშინიანის დაცვის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა თავად პრემიერს კი მიმართა - "ასე ნუ მიყურებ". მედიის ცნობით, ამის შემდეგ მან ხელის მკვეთრი მოძრაობა გააკეთა და ფაშინიანზე თავდასხმა სცადა. ფაშინიანმა თანმხლებ პირებს სიმშვიდის შენარჩუნება სთხოვა.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მარტი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.