ერევანში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ პოლიციის შენობაში

ერევანის ნორ ნორკის რაიონის პოლიციის სამმართველოს შენობაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. news.am-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის შენობასთან ასევე აფეთქდა ყუმბარა.
ონლაინ რესურსის armlur.am-ის ცნობით, არიან დაჭრილები. თავდამსხმელები შესაძლოა იყვნენ ორგანიზაცია „საბრძოლო საძმოს“ წევრები, რომელთა რამდენიმე წარმომადგენელი 24 მარტს დილით დააკავეს.
როგორც სომხური მედია იტყობინება, პოლიციის შენობა ბლოკირებული აქვთ სამართალდამცავებს, ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი და წითელი ბერეტები. თვითმხილველების თქმით, განყოფილებასთან ასევე მისულია „საბრძოლო საძმოს“ რამდენიმე წევრი. ისინი დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ, თუმცა ორგანიზაციის ინციდენტში მონაწილეობას უარყოფენ.
მოგვიანებით სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ნარეკ სარგსიანმა განმარტა, რომ განყოფილებაზე თავდასხმა განახორციელა სამმა პირმა, რომელთაგან ორი დაიჭრა მათ მიერვე აფეთქებული ყუმბარით. დაჭრილები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი. მესამე მამაკაცი კი, რომელიც ასევე ხელყუმბარითაა შეიარაღებული, რჩება პოლიციის შენობაში.
წინასწარი მონაცემებით, არცერთი პოლიციელი არ დაშავებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება