ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ერევანში, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკების შედეგად, 101 ადამიანი დაშავდა

ერევანში, სომხეთის პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკების შემდეგ, სამედიცინო დახმარებისთვის 101-მა სამოქალაქო პირმა და პოლიციელმა მიმართა, - ინფორმაციას მედია სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ბაგრამიანის გამზირზე განვითარებული მოვლენების შედეგად, სამედიცინო დახმარებისთვის 101-მა სამოქალაქო პირმა და პოლიციელმა მიმართა“, - ნათქვამია სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.
ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ 85 დაშავებული სამედიცინო დაწესებულებებიდან უკვე გაწერეს, 16 კი - მკურნალობას აგრძელებს.
შეგახსენებთ, გუშინ, ერევანში, პარლამენტის შენობის წინ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა და სპეცრაზმმა, მის დასაშლელად, ხმოვან-მანათობელი ყუმბარები გამოიყენა. მედიის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა, სულ მცირე, 60 ადამიანი დააკავეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.