ერდოღანი: ნეთანიაჰუ, ღაზას ჯალათი, არა მხოლოდ ომის დამნაშავეა, არამედ ის აუცილებლად უნდა გასამართლდეს ისევე, როგორც …

თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ს პრემიერ-მინისტრი სერბეთის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის  მსგავსი ომის დანაშაულებისთვის უნდა გასამართლდეს.

როგორც ისრაელის მედია წერს, ღაზაში ისრაელის სამხედრო მოქმედებების ხმამაღალი გამკრიტიკებელი ერდოღანი ნეთანიაჰუს კიდევ ერთხელ უწოდებს ღაზას ჯალათს.

„ნეთანიაჰუ, ღაზას ჯალათი, არა მხოლოდ ომის დამნაშავეა, არამედ ის აუცილებლად უნდა გასამართლდეს ისევე, როგორც მილოშევიჩი გაასამართლეს“, – თქვა ერდოღანმა სტამბოლში ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის შეხვედრაზე გამოსვლისას.

ამასთან, ერდოღანი ამბობს, რომ არიან ქვეყნები, რომლებიც კარტ-ბლანშს უხსნიან ისრაელს იმისთვის, რომ ღაზაზე თავდასხმები გააგრძელოს.