ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ერდოანმა პალესტინელებს გაერთიანებისკენ მოუწოდა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა პალესტინელებს გაერთიანებისკენ მოუწოდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე საათის განმავლობაში ესაუბრა რადიკალური პალესტინური დაჯგუფება ჰამასის ლიდერს ისმაილ ჰანიეს (ჰამასი აშშ-სა და ევროპის კავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული).
ერდოანი უშედეგოდ ცდილობდა, მედიატორის როლი დაემკვიდრებინა ისრაელსა და პალესტინელებს შორის ომში, რომელიც გასული წლის 7 ოქტომბერს დაიწყო ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შედეგად.
„სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რომ პალესტინელები ერთობლივად მოქმედებდნენ ამ პროცესში. ისრაელისთვის ყველაზე ძლიერი პასუხი და გამარჯვებისკენ გზა გადის ერთობასა და მთლიანობაზე,“ ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის განცხადებაში.
ისრაელი მეშვიდე თვეა აგრძელებს ღაზის სექტორზე იერიშს. ომი დაიწყო მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს პალესტინურმა რადიკალურმა დაჯგუფება ჰამასმა (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული) სამხრეთ ისრაელში თავდასხმა განახორციელა და დახოცა 1200-ზე მეტი ადამიანი. 240-მდე მძევლად წაიყვანა ღაზაში. მათი ნაწილი ჯერ კიდევ ტყვეობაშია. ვარაუდობენ, რომ ნაწილი ცოცხალი აღარაა.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, რომელსაც ჰამასი აკონტროლებს, ისრაელის იერიშების შედეგად შარშან შემოდგომიდან დღემდე დაღუპულია 34 ათასი ადამიანი. მათ უმრავლესობას ქალები და ბავშვები შეადგენენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.