ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ერდოანი ამბობს, რომ თურქეთი არ ემხრობა ისრაელთან ნატოს თანამშრომლობას

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 12 ივლისს განაცხადა, რომ შეუძლებელია ნატოს პარტნიორობის გაგრძელება ისრაელის ადმინისტრაციასთან.
Reuters-ს მოჰყავს ერდოანის სიტყვები: “სანამ პალესტინაში არ დამყარდება ყოვლისმომცველი და მტკიცე მშვიდობა, ნატოს ჩარჩოებში ისრაელთან თანამშრომლობას თურქეთი არ მიემხრობა” - განაცხადა ერდოანმა ნატოს სამიტის დროს პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, თურქეთი აგრძელებს დიპლომატიურ მუშაობას, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისკენ არის მიმართული. ერდოანმა ასევე განაცხადა, რომ დაავალა საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაქან ფიდანს, შეხვდეს სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ასადს, რათა დაიწყოს სირიასთან ურთიერთობის აღდგენა.
რაც შეეხება თურქეთისთვის F-16-ის ტიპის თვითმფრინავების მიყიდვას, ერდოანმა თქვა, რომ ილაპარაკა აშშ-ის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენთან და მან უთხრა, რომ „პრობლემას მოაგვარებს 3-4 კვირაში.“
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.