ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, დღეს, რიგით 125-ე შეხვედრა გაიმართება

სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, დღეს, რიგით 125-ე შეხვედრა გაიმართება.
წინასწარი ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე, წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ ტერიტორიასა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს განიხილავენ.
ამასთან, მსჯელობა კვლავ შედგება უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გათავისუფლების და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხთან დაკავშირებით.
ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ ასევე ჰუმანიტარულ საკითხებსაც, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების მიმართულებით მოსახლეობის წინაშე არსებულ პრობლემებს და ე.წ. გადასასვლელების საკითხს.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ყაველაშვილმა განაცხადა, ბავშვი რომ იცინოდა და ამის გამო მოკლეს, თურმე “რაღაცა შეიძლება ნეგატიური აქტია”… თან თურმე შეიძლება.. ანუ შეიძლება ნეგატიური აქტიც არ იყოსო და ისე დაირაზმნენო ეს ხალხიო (ვიდეო)