ერაყში, ალ-ასადის ავიაბაზაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ამერიკელი სამხედროები დაშავდნენ

დასავლეთ ერაყში განთავსებულ ავიაბაზაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად რამდენიმე ამერიკელი სამხედრო დაშავდა.
-ის სამხედრო ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ირანის მიერ მხარდაჭერილმა გასამხედროებულმა დაჯგუფებამ ალ-ასადის ავიაბაზას, სადაც ამერიკული ჯარები არიან განთავსებული, ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო დაჯგუფებამ, რომელიც თავს ერაყის ისლამურ წინააღმდეგობას უწოდებს.
თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ერთი ერაყელი სამხედრო დაიჭრა და რამდენიმე ამერიკელმა სამხედრომ თავის ტვინის ტრავმული დაზიანებები მიიღო.
აშშ-ს სამხედროებმა განაცხადეს, რომ გასროლილი რაკეტების უმეტესი ნაწილი მოიგერიეს, მაგრამ ზოგიერთმა ბაზამდე მიაღწია. მათივე ინფორმაციით, ზარალის შეფასება მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, ისრაელ-ღაზას კონფლიქტის დაწყების შემდეგ ირანის მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა ერაყსა და სირიაში აშშ-ის პოზიციებს რამდენჯერმე დაარტყეს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში ევროკავშირის და აშშ-ის დაფინანსება, სულ უფრო ხშირად, ძალადობასთან და ტერორთან ასოცირდება – ორი წელი ამ ყველაფერზე ვაფრთხილებდი ევროკავშირის და აშშ-ის ყველა დონის წარმომადგენელს

“ქართული ოცნების” პრესსამსახური- NED-ის, EED-ის და “სოროსის ფონდის” მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის წევრები სალომე ნიკოლაიშვილი და ზურაბ ბერძენიშვილი მმართველი გუნდის დეპუტატებს ურეკავენ და შეურაცხყოფას აყენებენ