ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს

ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი არ აპირებს ჩვენება მისცეს პოლიციას ან პროკურატურას მისი მკვლელობის შესაძლო მომზადების საქმეზე, რის შესახებაც განცხადება 8 მაისს, ქადაგებისას გააკეთა.
“ვიყენებ კონსტიტუციით ჩემთვის მონიჭებულ უფლებას. ამ ეტაპზე ასე ვთვლი საჭიროდ. არც ჩვენებას ვიძლევი და არც თანამშრომლობას ვაპირებ პროკურატურასთან”, – უთხრა ეპისკოპოსმა ტვ პირველს.
მღვდელმთავარს მისი გადაწყვეტილების მიზეზი არ აუხსნია და თქვა, რომ მოქმედებს საეკლესიო კანონიკის ნორმების ფარგლებში.
გიორგი ჯამდელიანმა 8 მაისს, ქადაგებისას, მისი მკვლელობის მომზადების შესახებ განაცხადა და ამაში “ქართული ოცნების” მთავრობასთან დაახლოებული მაღალჩინოსანი დაადანაშაულა. მან თქვა, რომ მის მკვლელობას “უშიშროების” მაღალი თანამდებობის პირი საწამლავით გეგმავდა, დასახმარებლად კი ამავე ეპარქიის ერთ-ერთი მონაზონი გადაიბირა.
ეპისკოპოსმა თქვა, რომ ამ ეტაპზე მონაზონი მის ეპარქიაში აღარ იმყოფება. მღვდელმთავრის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე გამოძიება გუშინ დაიწყო.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.