არქივი29 ოქტომბერი, 2025, 13:13
ეპარქიული კომისიის სხდომას, სადაც არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილია დაბარებული, მედია არ დაესწრება – საპატრიარქო

საპატრიარქოში კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ ეპარქიული კომისიის სხდომას, სადაც არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილია დაბარებული, მედია არ დაესწრება.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა.
კითხვაზე ხომ არ გეგმავს საპატრიარქო გადაწყვეტილების გადახედვას, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, რომ „ეს არ განიხილება“.
„თუ მედიის დასწრებას გულისხმობთ კომისიაზე, ეს არ განიხილება, გუშინ ამის შესახებ განცხადებაც გავავრცელეთ,“- აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.