“ენჯეო” სისტემა არის ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კი დასავლეთმა შექმნა აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიის ქვეყნებში და ამაზე საუბრობს ზუსტად ილონ მასკი, როდესაც ამბობს, რომ დღეს NGO-ები მართავენ ევროპას

“ენჯეო” სისტემა არის ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კი დასავლეთმა შექმნა აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიის ქვეყნებში და ამაზე საუბრობს ზუსტად ილონ მასკი, როდესაც ამბობს, რომ დღეს NGO-ები მართავენ ევროპას
ეს ენჯეო სისტემა, რომელიც თავს მოახვიეს განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებს, არის ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კი დასავლეთმა შექმნა აღმოსავლეთ ევროპის ახალი დემოკრატიის ქვეყნებში- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან. პაპუაშვილი SpaceX-ის დამფუძნებლის, ილონ მასკის სიტყვებს იშველიებს, რომელმაც თქვა, რომ „არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუროკრატია აკონტროლებს ევროპას, რაც მოსახლეობას დემოკრატიას ართმევს“.
მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებით ხალხის ჩანაცვლების მცდელობის ოპერაცია, საბოლოოდ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იქნა მხილებული. „ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება, ვინაიდან ეს იყო მცდელობა, რომ საზოგადოება ჩაენაცვლებინათ მათ მიერ კონტროლირებადი, მათი ინტერესების გამტარებელი მცირე ლობისტური ჯგუფებით. ამაზე საუბრობს ზუსტად ილონ მასკი, როდესაც ამბობს, რომ დღეს, NGO-ები მართავენ ევროპასაც. რომ უმცირესობები, ინტერეს ჯგუფები, რომლებიც არიან გარკვეული მცირე ელიტისტური ჯგუფები, მართავენ ევროპას. ამაზე ჩვენ რა ხანია ვსაუბრობდით და მნიშვნელოვანია, რომ დღეს ამერიკიდან გაისმა ეს ხმა.
კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ ის ოპერაცია რაც წლების განმავლობაში ტარდებოდა, როდესაც იყო მცდელობა, რომ ხალხი ჩაენაცვლებინათ ენჯეოებით, ეს ოპერაცია საბოლოოდ იქნა მხილებული ამერიკის შეერთებული შტატების მიერ. მათ შორის, USAID-ის დაფინანსება, ყველა ეს დაფინანსება ამიტომ ჩახსნეს, რომ მხილებულ იქნა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარებელი საზოგადოების საპირწონედ. რასაც ამობს ილონ მასკი ზუსტად ეს არის, რომ NGO სისტემა არის ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კი დასავლეთმა შექმნა“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები