„ენჯეოებს“ ჰქონდათ რევოლუციის მოწყობის მცდელობა, გამჭვირვალობის კანონს რომ ემოქმედა, ვერ გაბედავდნენ, თუმცა მაშინ არ მოქმედებდა კანონი, ჩვენი სუვერენიტეტი ისე მყარად არ იყო დაცული

„ენჯეოებს“ ჰქონდათ რევოლუციის მოწყობის მცდელობა, გამჭვირვალობის კანონს რომ ემოქმედა, ვერ გაბედავდნენ, თუმცა მაშინ არ მოქმედებდა კანონი, ჩვენი სუვერენიტეტი ისე მყარად არ იყო დაცული
2020 და 2022 წლებში „ენჯეოებს“ ჰქონდათ საქართველოში რევოლუციის მოწყობის მცდელობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაყალბდა ე.წ. PVT, პარალელური ხმის დათვლის შედეგები, რამაც შექმნა საბაბი რადიკალური ოპოზიციისთვის, რომ მათ დაეწყოთ საბოტაჟი.
„კიდევ ერთხელ მინდა, შეგახსენოთ ის მანკიერებები, რაც ჩვენ გვაწუხებდა და კიდევ გვაწუხებს, საუბარია „ენჯეოების“ საქმიანობაზე.
2020 და 2022 წლებში „ენჯეოებს“ ჰქონდათ საქართველოში რევოლუციის მოწყობის მცდელობა. ყველას გახსოვთ საქართველოში რა მოხდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. როგორც გაყალბდა ე.წ. PVT, პარალელური ხმის დათვლის შედეგები, როგორც დასჭირდათ ხუთი კვირა ამის აღიარებისთვის, ასევე როგორ გაავრცელეს ყალბი ინფორმაცია ე.წ. ზედმეტობებთან დაკავშირებით, იმასთან დაკავშირებით, თითქოს ცესკო-მ დაგვიანებით გამოაქვეყნა არჩევნების შედეგები. ამ ყველაფრის საფუძველზე, მათ გამოაქვეყნეს ყალბი დასკვნა, თითქოს ეს არჩევნები იყო ყველაზე ცუდი ისტორიაში – ეს არის მათი დასკვნიდან ციტატა. ამან შექმნა საბაბი რადიკალური ოპოზიციისთვის, რომ დაეწყოთ საბოტაჟი, არ შემოსულიყვნენ პარლამენტში და საბოლოო ჯამში, სწორედ ამ „ენჯეოების“ ყალბმა დასკვნამ მოამზადა საფუძველი იმისთვის, რომ ჩვენ ხელი მოგვეწერა ანტიკონსტიტუციურ, კაბალურ პოლიტიკურ შეთანხმებაზე, რის საფუძველზეც დავთანხმდით ე.წ. 43-პროცენტიან ბარიერს.
ყველას კარგად გვესმის, ჩვენ რომ ვერ აგვეღო 43 პროცენტი მუნიციპალურ არჩევნებში, ამ შემთხვევაში ჩატარდებოდა რიგგარეშე არჩევნები, რაც იყო მთელი ამ პროცესის მიზანი. შესაბამისად, მიზანი იყო ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლა, რაც, საბედნიეროდ, ვერ მოხდა. ეს იყო პირველი რევოლუციური მცდელობა.
გახსოვთ, როგორ განვითარდა პროცესები 2022 წლის ივნისში, მაშინ ეს „ენჯეოები“, რომლებიც შესაბამისი წყაროებიდან იღებდნენ დაფინანსებას, პირდაპირ ავიდნენ სცენაზე, მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და საკუთარი მონაწილეობით მოითხოვეს ტექნიკური მთავრობის შექმნა.
ეს იყო პირდაპირი ჩართვა რევოლუციურ პროცესში, პირდაპირი შესვლა პოლიტიკაში, რაც წესით „ენჯეომ“ არ უნდა გააკეთოს, მაგრამ ისინი წავიდნენ თვითლუსტრაციაზე. გამომდინარე იქიდან, რომ ჰქონდათ წარმატების იმედი, ანუ „ვაბანკზე“ წავიდნენ ისინი და ამ ფორმით ჩაერთნენ რევოლუციურ პროცესებში – აქ მინდა, მკაფიოდ ვთქვა ერთი რამ, მაშინ რომ ემოქმედა კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ, მგონია, რომ „ენჯეოები“ ამ ყველაფერს ვერ გაბედავდნენ და დონორების რეპუტაციას უფრო მეტად გაუფრთხილდებოდნენ, თუმცა მაშინ არ მოქმედებდა კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. შესაბამისად, ჩვენი სუვერენიტეტი ისე მყარად არ იყო დაცული. პირველი, რაც გვაწუხებდა, ეს იყო რევოლუციის მცდელობები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Previous: ახლა მე გეტყვით რა იქნება და რა არა – დიმიტრი სამხარაძე

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული