ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩში, პსჟ-სა და "ლივერპულის" (2:0) პირველი დაპირისპირების შემდეგ, ლუის ენრიკემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
პარიზელთა თავკაცის თქმით, მისი გუნდი "ენფილდზე" საპასუხო მატჩში აუცილებლად შემტევ ფეხბურთს ითამაშებს.
"პარიზში ჩასვლის შემდეგ გუნდსა და გულშემატკივრებს შორის კავშირი დავინახე და ეს ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. ლივერპულში, როგორც ყოველთვის, გამარჯვების მიზნით წავალთ. რთული იქნება, რადგან "ენფილდზე" თამაში ურთულესია თუმცა, ჩვენ მოსაგებად ჩავალთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ", - განაცხადა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 14 აპრილს გაიმართება.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.