არქივი10 იანვარი 2024, 14:21
ენტონი ბლინკენსა და მაჰმუდ აბასს შორის შეხვედრა დაძაბული იყო და ხშირად კამათობდნენ - Sky News Arabia
აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენსა და პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, მაჰმუდ აბასს შორის შეხვედრა დაძაბული იყო და ხშირად კამათობდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას, დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით, Sky News Arabia ავრცელებს.
პალესტინურმა მხარემ ბლინკენს მოუწოდა, ზეწოლა მოეხდინა პალესტინის ბლოკირებული საგადასახადო სახსრების გათავისუფლებაზე. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა პალესტინის ადმინისტრაციას რეფორმირებისკენ მოუწოდა. მედიის ცნობით, შეხვედრაზე მაჰმუდ აბასმა ენტონი ბლინკენს განუცხადა, რომ ღაზა პალესტინის სახელმწიფოებრიობის განუყოფელი ნაწილია.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.