ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ენტონი ბლინკენმა კატარის ამირასთან ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საკითხი განიხილა

ენტონი ბლინკენმა კატარის ამირასთან ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საკითხი განიხილა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კატარის ამირასთან ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საკითხი განიხილა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„მდივანმა შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანისთან ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევისა და მძევლების გათავისუფლების განახლებული მცდელობები განიხილა“, - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში ერთკვირიანი ტურის ფარგლებში იმყოფება. კატარში ვიზიტამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელსა და საუდის არაბეთში იმყოფებოდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.