ენტონი ბლინკენი – შეშფოთებულები ვართ, რომ გამოცხადებული შედეგები ვენესუელელი ხალხის ნებას არ ასახავს

შეშფოთებულები ვართ იმის გამო, რომ გამოცხადებული შედეგები ვენესუელელი ხალხის ნებასა და მათ მიერ მიცემულ ხმებს არ ასახავს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
„ცოტა ხნის წინ ვენესუელას საარჩევნო კომისიის განცხადება ვნახეთ. სერიოზულად შეშფოთებულები ვართ იმის გამო, რომ გამოცხადებული შედეგები ვენესუელელი ხალხის ნებასა და მათ მიერ მიცემულ ხმებს არ ასახავს“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
ენტონი ბლინკენმა ვენესუელის ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ოპოზიციასა და დამოუკიდებელ დამკვირვებლებს არჩევნების შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია გაუზიაროს.
შეგახსენებთ, ვენესუელის საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგების მიხედვით, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა. მან არჩევნებში ხმების 51% მიიღო, ხოლო მისმა მოწინააღმდეგემ, ედმუნდო გონსალესმა 44%. ოპოზიციის ლიდერმა, მარია კორინა მაჩადომ განაცხადა, რომ არჩევნებში მათმა წარმომადგენელმა გაიმარჯვა და გონსალესმა ამომრჩეველთა ხმების 70% მოიპოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ