ენტონი ბლინკენი – ღაზაში პაუზის გასაგრძელებლად, რაც შეგვიძლია, ყველაფერს ვაკეთებთ

ღაზაში პაუზის გასაგრძელებლად, რაც შეგვიძლია, ყველაფერს ვაკეთებთ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
„მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩვენ ორიენტირებულები ვიქნებით იმაზე, რომ ღაზაში პაუზის გასაგრძელებლად, რაც შეგვიძლია, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა მეტი მძევლის გამოყვანა და მეტი ჰუმანიტარული დახმარების შეტანა შევძლოთ“, – განაცხადა ბლინკენმა.
ბლინკენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ ისრაელთან ერთად მუშაობს იმაზე, რომ 7 ოქტომბრის მსგავსი ტერორისტული თავდასხმები აღარ განმეორდეს.
„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას, რომ კონფლიქტის გავრცელება თავიდან ავიცილოთ და ჩვენს მიზანს ამერიკელი და სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ღაზადან უსაფრთხოდ გამოყვანა წარმოადგენს“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ