ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ენტონი ბლინკენი - უკრაინაში მიმდინარე ომში უაღრესად მნიშვნელოვანი მომენტი დადგა - აუცილებელია, რომ უკრაინელები იღებდნენ იმას, რას სჭირდებათ

უკრაინაში მიმდინარე ომში უაღრესად მნიშვნელოვანი მომენტი დადგა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პარიზში ვიზიტის დროს განაცხადა.
ბლინკენმა აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში “უაღრესად მნიშვნელოვანი მომენტი დადგა და აშშ-ის კონგრესს კიევისთვის ამერიკული დახმარების განბლოკვისკენ მოუწოდა.
“სრულიად აუცილებელია, რომ უკრაინელები იღებდნენ იმას, რას სჭირდებათ თავდაცვის გასაგრძელებლად, განსაკუთრებით საარტილერიო ჭურვებსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს…
ეს კიდევ ერთი მიზეზია თუ რატომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა შესრულდეს დამატებითი დაფინანსების შესახებ მოთხოვნა, რომელიც პრეზიდენტმა ბაიდენმა კონგრესს გაუგზავნა,” - განაცხადა ბლინკენმა.
საფრანგეთში ვიზიტის დროს ბლინკენი საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს, სებასტიან ლეკორნუს შეხვდა, რომელთან ერთადაც კომპანია Nexter-ის ქარხანა მოინახულა, სადაც Caesar ჰაუბიცების წარმოება მიმდინარეობს. მოგვიანებით სახელმწიფო მდივანი ფრანგ კოლეგა სტეფან სეჟურნესა და საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონსაც შეხვდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.