ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩადის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში ჩავა. ინფორმაციას მედია საშუალებები აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოფიციალური პირის თქმით, რომლის ვინაობაც არ სახელდება, ბლინკენი ვაშინგტონიდან დღეს გაემგზავრება და ვიზიტის ფარგლებში ისრაელშიც ჩავა. ეს ენტონი ბლინკენის მეოთხე ვიზიტი იქნება რეგიონში და მეხუთე ისრაელში მას შემდეგ, რაც „ჰამასის“ მებრძოლებმა 7 ოქტომბერს ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა განახორციელეს, 1200-მდე ადამიანი მოკლეს და 240-მდე მძევლად აიყვანეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.