არქივი11 იანვარი, 2024, 12:54
ენტონი ბლინკენი ეგვიპტის პრეზიდენტს შეხვდა
ენტონი ბლინკენი ეგვიპტის პრეზიდენტს, აბდულ-ფათაჰ ალ-სისის შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ახლო აღმოსავლეთის დიპლომატიური ტური, რომლის ფარგლებშიც იგი რეგიონის 9 სახელმწიფოს ეწვია, ეგვიპტის პრეზიდენტთან შეხვედრით დაასრულა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბლინკენმა ეგვიპტის პრეზიდენტთან „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლების საკითხი განიხილა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ენტონი ბლინკენი და ეგვიპტის პრეზიდენტი, აბდულ-ფათაჰ ალ-სისი პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდნენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.