ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ენმ–15%, ოცნება – 60%, ვერც ერთი სხვა პარტია ვერ ლახავს ბარიერს” –კობახიძე

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებთან განაცხადა:
“რაც მეტი 2%-იანი და 3%-იანი პარტია იქნება ოპოზიციაში, მით უკეთესი. საბოლოო ჯამში, ეს ჩვენ დაგვეხმარება საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებაში. დღევანდელი მონაცემები არის ასეთი, დღევანდელი მონაცემებით ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას, ჩვენი მხარდაჭერა არის დაახლოებით 60%. რაც შეეხება ოპოზიციას, ნაცმოძრაობის მაჩვენებელი არის 15%-ს ჩამოცდენილი და ვერც ერთი სხვა პარტია ვერ ლახავს საარჩევნო ბარიერს. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. რაც უფრო მეტად იქნება ფრაგმენტირებული ოპოზიცია, მით უკეთესი. რა თქმა უნდა, ისეთ ადამიანებს, როგორებიც არიან ხაზარაძე, მელია, გვარამია და სხვები, თითოეული მათგანი არის მხილებული ოფიციალურად დანაშაულში. როცა ასეთი ადამიანები გამოთქვამენ პოლიტიკაში ყოფნის პრეტენზიას, რა თქმა უნდა, მათ ვერავითარი შანსი ვერ ექნებათ. ბუნებრივია, საზოგადოება არის ძალიან გამოცდილი საქართველოში, შესაბამისად, ქართული საზოგადოება, ამ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, ამ კონკრეტულ ადამიანებს, წარმატების ვერავითარ შანსს ვერ მისცემს.”

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.