ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ენმ-ში შიდა დაპირისპირება გრძელდება - ქუთაისის ორგანიზაციის წევრები ყოფილ თანაგუნდელებს პოლიტიკურ თაღლითობაში ადანაშაულებენ

"ნაციონალური მოძრაობაში" შიდა დაპირისპირება გრძელდება. ქუთაისის ორგანიზაციის წევრები ყოფილ თანაგუნდელებს, ამჯერად პოლიტიკურ თაღლითობაში ადანაშაულებენ.
როგორც საკრებულოს დეპუტატები აცხადებენ, მელიას თანაგუნდელებს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" ამ დრომდე არ დაუტოვებიათ და მეტიც, პარტიის მოქმედ დეპუტატებს ფრაქციიდან რიცხავენ.
ოპოზიციონერი დეპუტატის გიგა შუშანიას განცხადებით, მელიას გუნდის წევრები ვერ ახერხებენ ფრაქციისთვის სახელის შეცვლას, რისთვისაც ფრაქციის წევრების გარიცხვა სჭირდებათ. შუშანიას თქმით, ყოფილი თანაგუნდელები კანონს არღვევენ და ამ დრომდე ხელფასებს იმ ფრაქციიდან იღებენ, რომელი პარტიის წევრებიც აღარ არიან.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ყოფილ თანაგუნდელებს, მანდატების დატოვებისკენ მოუწოდებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.