ენმ-ს ოფისზე თავდასხმის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ნაციონალური მოძრაობის ოფისზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას და განადგურებას გულისხმობს.
გვიან ღამით ათეულობით ნიღბიანი პირი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისს თავს დაესხა. თავდამსხმელებმა ოფისს ხის დიდი ჯოხები დაუშინეს, ასევე, ისროდნენ ქვებს. ჩამსხვრეულია ცენტრალური ოფისის მინები. ამასთან, დაზიანებულია ინვენტარი.
პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, თავდამსხმელები ოფისში შეჭრასაც ცდილობდნენ, თუმცა ვერ მოახერხეს. მისივე განმარტებით, შემთხვევის დროს ოფისში თანამშრომლები, მათ შორის თვითონ და მისი არასრულწლოვანი შვილი იმყოფებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან