ენმ-ს ამომრჩეველს ის არ ეყოფოდა, რომ დაპირისპირება ჰქონდათ, ახლა ის აქვთ გასარკვევი, მელია ოფიციალურად გარიცხულია თუ საშემოდგომო აქვს გამოყოლილი – გურამ მაჭარაშვილი

ორად გაყოფილ “ნაციონალურ მოძრაობაში” განხეთქილება გრძელდება. პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილმა და პარტიის საორგანიზაციო მდივანმა, გიორგი მუმლაძემ დღეს ლევან ხაბეიშვილის გადადგომა მოითხოვა. გადაწყვეტილების მისაღებად მოქმედ თავმჯდომარეს მათ გარკვეული ვადაც მისცეს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ამბობენ, რომ ხაბეიშვილს აიძულებენ, თანამდებობა დატოვოს. ამ პოზიციას იზიარებს ნიკა მელიას გუნდიც.

მათი განცხადებით, ხაბეიშვილის მხრიდან მელიას პარტიიდან გარიცხვა პირდაპირი ეთერით ამორალურია.
რაც შეეხება ხაბეიშვილს და მის მხარდამჭერებს, პარტიის ოფიციალური განცხადების შემდეგ, ისინი მედიასთან აღარ გამოჩენილან.
მმართველი გუნდის შეფასებით, მიმდინარე პროცესი “ნაციონალურ მოძრაობას”, საბოლოოდ დაშლამდე მიიყვანს.
პარტია “ხალხის ძალის” წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით კი, “ნაციონალურ მოძრაობას” ვერ გაურკვევია, არის თუ არა პარტიიდან გარიცხული.

“ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველს ის არ ეყოფოდა, რომ დაპირისპირება ჰქონდა ნაცმოძრაობას ერთმანეთში, ახლა ის აქვთ გასარკვევი, მელია არის თუ არა ოფიციალურად გარიცხული, ან გარიცხული არის და საშემოდგომო აქვს გამოყოლილი, როგორც ეს პირდაპირ ეთერში ხაბეიშვილმა თქვა, ან ჯერ არ გაურიცხავთ და რაღაც ვადა მისცეს, ან ხაბეიშვილმა გარიცხა და ბარამიძემ ისევ დააბრუნა, ეს არის რეალური დღის წესრიგი. კარგია, ასე გააგრძელონ და 2024 წლის არჩევნებზე ისევ “ნაციონალურ მოძრაობას” გარიცხავს ხალხი პოლიტიკიდან და ეს იქნება სწორი”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე პოლიციის მხრიდან მოქალაქეზე განხორციელებული ძალადობის ამსახველ კადრებზე – ეს აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ ამაზე სათანადო რეაგირება

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი: ზუსტად იმ ხალხმა დაიწყო წერა “მელიამ აქცია დაშალა” ვისაც მთელი ღამე თბილიად და მშვიდ ეძინა. გეგონება მელიას ეს ხალხი მოკლე ჯაჭვით ყავდა დაბმული და იმ ღამეს აუშვა რომ წასულიყვნენ- სააკაშვილის გამოსწორება არ იქნება