ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურა წარადგინეს

4 ივლისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა პარტიის ცენტრალურ ოფისში. მათ პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურის წარდგენას დაუჭირეს მხარი.
ოპოზიციური პარტიის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თანამდებობა ლევან ხაბეიშვილმა ივნისის დასაწყისში დატოვა. იგი ამ პოზიციაზე თინა ბოკუჩავამ შეცვალა.
„ნაციონალური მოძრაობა“ 8 ივლისს გეგმავს ყრილობის გამართვას და პარტიის ახალ თავმჯდომარედ თინა ბოკუჩავას, ხოლო პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის ოფიციალურად არჩევას.
ლევან ხაბეიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თანამდებობიდან 2024 წლის 8 ივნისს გადადგა და ამის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.
„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციების მსვლელობისას, ლევან ხაბეიშვილს სპეცრაზმელებმა სცემეს და მას კლინიკაში გადაყვანაც დასჭირდა. მას თავის არეში და სახეზე ძლიერი ცემის კვალი აღენიშნებოდა და უჭირდა გადაადგილება. მომხდარისთვის არავინ დასჯილა.
ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ 2023 წლის 30 იანვარს აირჩიეს. მან ამ თანამდებობაზე ნიკა მელია შეცვალა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.