ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ენმ-ის ლიდერები აშშ-ში დემოკრატიული პარტიის ყრილობას დაესწრნენ

ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პარტიის კიდევ ერთ-ერთ ლიდერთან, გიორგი ვაშაძესთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის კონგრესზე იმყოფება, სადაც კამალა ჰარისის ოფიციალური წარდგენა მოხდება როგორც დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის.
დემოკრატიული ყრილობის ფარგლებში, თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე სენატორ კრის მერფს შეხვდნენ.
"რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ გავაღრმაოთ და აღვადგინოთ ურთიერთობა ამერიკა-საქართველოს შორის, რომელსაც ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენა ივანიშვილის ანტიდასავლურმა პოლიტიკამ", - განაცხადა ენმ-ის თავმჯდომარემ.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.