ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ენმ: გენერლები ყურაშვილი და გოგავა კომისიაში წარდგებიან ყოველგვარი პარტიული აფილიაციის გარეშე

ენმ: გენერლები ყურაშვილი და გოგავა კომისიაში წარდგებიან ყოველგვარი პარტიული აფილიაციის გარეშე

ერთიანი ნაციონალური მოძრობა არალეგიტიმურ პარლამენტში შექმნილი ენმ-ის შემსწავლელი კომისიის სხდომაზე გენერლების ზაზა გოგავასა და მამუკა ყურაშვილის დაბარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ისინი "კომისიაში წარდგებიან ყოველგვარი პარტიული აფილიაციის გარეშე.
პარტია განმარტავს, რომ ყურაშვილმა და გოგავამ ყველანაირი პარტიული თანამდებობა დატოვეს.
"ივანიშვილის რეჟიმის მიერ შექმნილი ე.წ. საპარლამენტო კომისია ზედმიწევნით აგრძელებს ოკუპანტი რუსეთის დავალებების შესრულებას. ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის გაცხადებული პოზიციის მიუხედავად, რომ რუსულ კომისიაზე არ დაიბარებდნენ არც ერთ სამხედრო პირს, დღეს სხდომაზე სწორედ ქართველი სამხედროების დაკითხვაა დაანონსებული.
დღევანდელ სხდომაზე ივანიშვილის რეჟიმმა 2008 წელს გაერთიანებული შტაბის უფროსის, გენერალ ზაზა გოგავას და 2008 წელს სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსის, გენერალ მამუკა ყურაშვილის გამოკითხვა გადაწყვიტა.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.