„ენერგო-პრო ჯორჯია“ - რკინიგზას ელექტროენერგია სრულად მიეწოდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკურმა სამსახურმა რკინიგზას ელექტროენერგია სრულად მიაწოდა, შესაბამისად მატარებლების გადაადგილება შეუფერხებლად გრძელდება
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, დღეს დილიდან დასავლეთ საქართველოში უამინდობამ მაღალი და დაბალი ძაბვების ელექტროქსელის დაზიანება გამოიწვია. ამ წუთებში კი ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობა განაგრძობს. კომპანიის დამატებითი ბრიგადები დანარჩენი საქართველოდან უკვე ჩასულები არიან დაზიანების ადგილებზე
„განსაკუთრებულად რთული მდგომარეობაა იმერეთის და სამეგრელოს რეგიონებშია
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური საგანგებო რიჟიმში იმუშავებს იქამდე, სანამ სრულად არ აღდგება ენერგომომარაგება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.